საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთაგან (მაგისტრატურა) 201 8-201 9 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა შერჩევის საფაკულტეტო წესისა და საფაკულტეტო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2012 წლის 21 მარტის სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა შერჩევის საფაკულტეტო წესისა და საუნივერსიტეტო დაფინანსების კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ № 28/01-01 ბრძანების 1-ლი, მე-2 და მე-8 ნაწილების, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 201 8 წლის 8 ნოემბრის სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საუნივერსიტეტო დაფინანსების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ № 279/01-01 ბრძანების მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და ფაკულტეტის საბჭოს 201 8 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილების (ოქმი N12) საფუძველზე,

 

ვბრძანებ:

1. 201 8-201 9 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა შერჩევა, შეფასება განხორციელდეს სტუდენტთა 201 7-201 8 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის აკადემიური შედეგების საფუძველზე, რომლებსაც აღნიშნულ სემესტრში შესრულებული აქვთ მინიმუმ 30 კრედიტი.
2. უნივერსიტეტის 201 8-201 9 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სტუდენტთა (მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხა განაწილდეს 201 8-201 9 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო პროგრამებზე დარეგისტრირებულ სტუდენტებზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 201 8 წლის 7 თებერვლის N 28/01-01 ბრძანების მე-8 პუნქტი დადგენილი წესის გათვალისწინებით.
3. 201 8-201 9 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხის საერთო რაოდენობა გაიყოს ამ ბრძანების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სტუდენტთა საერთო რაოდენობაზე, გარდა სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მქონე სტუდენტებისა. მიღებული რაოდენობა გამრავლდეს მიმდინარე სემესტრში სამაგისტრო პროგრამაზე რეგისტრირებული სტუდენტების რაოდენობაზე და გადანაწილდეს სემესტრულად სამაგისტრო პროგრამების მიხედვით 201 7-201 8 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საუკეთესო აკადემიური შედეგების მქონე სტუდენტებზე. 201 8-201 9 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხული მაგისტრანტების შემთხვევაში დასაფინანსებელ სტუდენტთა შერჩევა მოხდეს სპეციალობის გამოცდის ქულის გათვალისწინებით.
4. წინა პუნქტით გათვალისწინებული აკადემიური შედეგების რეიტინგული მონაცემები (საშუალო არითმეტიკული ქულა) დაანგარიშდეს 100 ქულიანი სისტემით.
5. დამტკიცდეს 201 8-201 9 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა შესარჩევი საფაკულტეტო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) თეიმურაზ პაპასქირი - დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე
ბ) ზვიად მურადაშვილი - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი
გ) თინათინ ჩოლოყაშვილი - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი

6. ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
7. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
8. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

თეიმურაზ პაპასქირი
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მ.შ.